შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ლექსი მარ ტი-ს

ჩემი გულის ფეთქვაა მარტი.
ყოველ უთქმელ სიტყვებთან მარტო
ვწვები.
ვიცი ყოველთვის მგავდი,
მაგრამ ახლა გიხილე.
რატომ
ისევ უწყლო თვალებით გავხმი?
გვამს მე ცოტაც მიკლია და დღეს
ყველა ვნება ოცნებად დავფქვი,
რადგან ღამეც უშენოდ მათევს.
ვაფრენ!
ვიცი, სიგიჟით კერძოდ,
რადგან მიდგას მირაჟი თვალწინ,
აქ ხარ,
აქ ხარ,
შენ აქ ხარ
-
ვერ მგრძნობ,
ჩვენ - მარტს,
მარ ტო,
მარტივად გავცდით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →