შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ესროლა დუმილს

დაორთქლილ სარკესავით არაფრის მთქმელი
ნიავი თითქოს კარს კეტავდა ცივი ხელებით,
ითვლიდა წყალში ჩაგუბებულ ყინულის ნაჭრებს
და თამაშობდა გადანაყარი სანთებელებით...

დამსხვრეულ თითებს ჰგავდნენ სიზმრები
და მიყვებოდა ღამე შარას ნელი ლასლასით.
ლამის დაყრუვდა დუმილისაგან სულ მთელი ქუჩა
და გაგვიწვიმდა რჩეულიშვილის გასროლასავით...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →