შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დამმარხე

წვიმდა უგრძნობლად დაიცალა ცაში მათარა
მხოლოდ შემომრჩა ორიოდე ნაოჭი ახლა.
მე, უშენობამ შენს ძებნაში სად არ მატარა?!
ამ წამს კი ფიქრის, უსიტყვობის მაგივრად მმარხავ.

ალბათ ქარები დამიყოფენ მე ათას ფერფლად
ჩვენი სევდა და ჭრილობები ყველაფერს ახსნის,
დრო არის ალბათ რომ ჩავეგოთ მომავალს ფერხთით
ან კი დრო არის ყველა ჯაჭვის რგოლებად გახსნის...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →