შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

შენამდე

დილაობით ვსეირნობდი მარტო,
წვიმა იყო ცივიცა და ცხელიც.
მზის სხივები დამისვრიდნენ ფიქრებს,
როგორც შარვალს სველი ფეხსაცმელი...

ქარი სულში ხეტიალობს როგორც,
მწყერების გუნდს გზას უჩვენებს ღარღა.
უნდა გითხრა უშენობის სურდომ
ჩემი ყელი როგორ გამოღადრა...

სადღაც ქვემოთ მივყვებოდი ნისლებს,
სადაც სიო აშლილ ნერვებს ცოცხავს.
ვერ ვხდებოდი მე სიკვდილის ღირსი
და მეძახდნენ ამიტომაც ცოცხალს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →