შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჭინჭარივით ტკბილი

მე ყოველ დილით ვხევდი ძველ ფურცლებს
რადგან ჩემს თავთან მტოვებდნენ მარტო,
ვაქცევდი მელანს და ხელის გულით
ვათბობდი შენთვის ერთ მუჭა ფართობს...

მე, ჩემს ბავშვობას ვეძახი ჭინჭრობს...
თუმც არ დამსუსხა ბუსუსთა ჯოგმა,
თვალებზე ცრემლი ეგონათ ბიჭო,
გამონადენი სულიდან ბოღმა.

დატანჯეს გული წიკწიკით წლებმა,
დაკეცეს ისევ წარსულის ფარჩა,
ისრები რატომ მირბიან ნეტავ?!
ან გასარბენი რამდენი დარჩათ?!

ერთია ბოლო სულ ყველას ალბათ,
მწვანე ბალახი ამოვა ჩემზეც...
დრო არის ხელი ჩავჭიდოთ წარსულს,
ვით მაშველ რგოლებს ჩასაძირ გემზე...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →