ჩანაწერი
Laravel
უცხო ბილინგვა
გარეთ წვიმები დაპარპაშებენ
ჭამას იწყებენ ღრუბლის დილიდან
და ამოკაწრეს ქარებმა სულში
ნაცნობი წლების უცხო ბილინგვა....
რაც კი გაზაფხულს მოაკლდა სევდა,
სისხლად დასდინდა ისევ პარკუჭებს
და როგორც ლექსში უგრძნობი სიტყვა
ჯერ გადაწერეს, მერე დაკუჭეს...
დამწვარი ფურცლის ნაგლეჯად შერჩა,
გადაღლილ ჭალებს სხივები ხვალის
და როგორც მელამ თავისი კუდით,
წაშალა დილამ ღამის ნაკვალი...
ჭამას იწყებენ ღრუბლის დილიდან
და ამოკაწრეს ქარებმა სულში
ნაცნობი წლების უცხო ბილინგვა....
რაც კი გაზაფხულს მოაკლდა სევდა,
სისხლად დასდინდა ისევ პარკუჭებს
და როგორც ლექსში უგრძნობი სიტყვა
ჯერ გადაწერეს, მერე დაკუჭეს...
დამწვარი ფურცლის ნაგლეჯად შერჩა,
გადაღლილ ჭალებს სხივები ხვალის
და როგორც მელამ თავისი კუდით,
წაშალა დილამ ღამის ნაკვალი...
Laravel
კომენტარი
0