შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ლოცვის უფლება მომეცი ღმერთო

ნიკოლო 10 წლის წინ
შუა ღამე დგას.
გამომეღვიძა.
წარსული დამიდგა თვალწინ.
მოვლენებს მივყვები.
ცოდვები მრავლდება...
რაღა მეშველება აწი?!

დიდების მწვერვალზე
ადგილებს ვეძებდი,
ჩემი წავაქციე ჯორკო...
საკუთარი სული
ეშმაკს მივუძღვენი,
სხვისი დავიხარბე ოქრო!

სადაც მოვერიე,
იქ ყველას გავხადე,
დავტოვე საცვლების ამარა.
ძმები მივატოვე,
დები დავივიწყე...
უცხოს გავეკიდე ამალას.

კაციც მომიკლავს და
ნამუსიც ამიხდია,
ვიწყე ყაჩაღობა, ყვლეფა.
დედის დარიგება?
მამის ანდერძი? –
წინაპრებს დავუწყე ყეფა!

...

უკუნ სიბნელეში
თვალს ცრემლი მოადგა,
ლოცვის უფლება მომეცი, ღმერთო...
სამყაროს მგზავრი ვარ.
უცხოდ ნუ მიმიღებთ.
სუყველას შენდობას შეგთხოვთ.
Laravel

კომენტარი

1
მარიამ გოროზია აბიტურიენტი დონე 1 · ახალბედა 2 წლის წინ
💛
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →