ჩანაწერი
Laravel
ჩემი პატარა ქლიავის ხე
ასე უმწეო და სრულქმნილი,
ჩემი პატარა ხე ქლიავის
ათრთოლებული კიაფად,
თეთრად კაზმული.
პატარა და ჟრჟოლვის მომგვრელი,
ჩემი სარკმლის მშვენება.
მერე, გვიან ზაფხულს,
მოლურჯო - სევდისფრი ნაყოფით.
ნეტავ რა უცხო ფიქრები დაჰკამკამებს თავს?
ისე მაგონებ ჩემს ბავშვობას,
ასე ნაზი და სრულქმნილი
გვიან ზაფხულს.
მოლურჯო სევდისფერი ნაყოფით,
ჩემო პატარა ხეო ქლიავისაო!
ნეტავ რა უცხო ფიქრები დაგკამკამებს თავს ?
ჩემი პატარა ხე ქლიავის
ათრთოლებული კიაფად,
თეთრად კაზმული.
პატარა და ჟრჟოლვის მომგვრელი,
ჩემი სარკმლის მშვენება.
მერე, გვიან ზაფხულს,
მოლურჯო - სევდისფრი ნაყოფით.
ნეტავ რა უცხო ფიქრები დაჰკამკამებს თავს?
ისე მაგონებ ჩემს ბავშვობას,
ასე ნაზი და სრულქმნილი
გვიან ზაფხულს.
მოლურჯო სევდისფერი ნაყოფით,
ჩემო პატარა ხეო ქლიავისაო!
ნეტავ რა უცხო ფიქრები დაგკამკამებს თავს ?
Laravel
კომენტარი
0