შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მეტამორფოზა

წარმტაცი ფრინველი - ელვარე ფერებით,
ზღვებით და ტბებით და ბგერებით,
ელვის სამოსელით, ვარსკლავთა მანტიით,
მყინვარწვერებით და ტყეებით.
და მერე ლექსებით და ისევ ბგერებით
ორკესტრებით და ხემებით ...

უდაბნო შიშველი, მწველი და უფერო
დაუსაბამო და უნამო.
ქარავანს მიუძღვის ცერბერი მითიდან
სასტიკი, ავი და უგვანო ...

ქვიშა და ვარვარი, ქვიშა და წყურვილი,
აქლემი ფერდხმელი, სულმღაფი,
გზა დაუსაბამო,
სიცხე და წყურვილი
ქანცწყვეტა, მუხლმოყრის სურვილი.
და აღარც იმედი და აღარც მირაჟი
აქლემი ფერდხმელი დაღლილი.

მეტამორფოზაა ხილული, ნათელი,
დამინთეთ წაქცეულს სანთელი !!!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →