შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მონატრება

მთებში ნისლები ჩაბუდებულან,
გოლიათებთან დაზავებულთ,
სითეთრე შვენით.
ო, რა შორსაა მათი საუფლო,
უცნაურ ფერით.
ბაჯაღლოს მტვერით მოხატული ის ეზო-კარი,
ციური წყაროს კამკამა წყალი,
ლამაზთვალება ბოჩოლა ურჩი,
ის უსახელო ყვავილი ლურჯი,
მთაში რომ ყვავის.

იქ, სადაც შენ ხარ, ალბათ სახლიც სავსეა ლხენით,
მთელი გარემო, მზეც და მთვარეც სავსეა შენით.
ნეტავ ვის სტუმრობ ? ვის გულს ახარებ ?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →