ჩანაწერი
Laravel
შემოდგომა
ისეთი ქარები ქროდნენ სულში
გარეთ ქარი ვერც შევამჩნიე და
გამაოცა ფოთლების წვიმამ.
ეს იყო დილით
გაღვიძება მაშინებდა ...
როცა სიყვარულად ვიღვრებოდი
ადამიანების სიცივეს და სისასტიკეს ვერ ვამჩნევდი
და მაოცებდა ჭრილობები ჩემს გულსა და სხეულზე.
ასე გაოცებული დავიარები ამქვეყნად ჯერაც .
სისხლი აღარ მდის, დიდიხანია დავიცალე.
მკრთალი ღიმილიღა შემომრჩა გაცრეცილი,
ვდგავარ ქარში მარტო, ღიმილიანი და დაბნეული.
ვდგავარ ფოთლების წვიმაში >>>
ცრემლდამშრალი, რატომღაც სველი
და მაოცებს, მაოცებს შემოდგომა !

კომენტარი
0