ჩანაწერი
Laravel
ელვამ გამკრა კბილი ალმასის და ..
ელვამ გამკრა კბილი ალმასის და
სისხლმა იწყო ჟონვა ისე ცისფრად . . .
ავუყევი კენწერომდე ალვას
ფოთოლ-ფოთოლ, წვეთებ, წვიმა-წვიმა.
ჭექა ქუხილს მივაახლე გული,
გადახსნილი ყაყაჩოსფრად, წითლად,
მერე სული გაეყარა სხეულს
დაგედევნა, გზააბნეულ ფიქრად.
როცა სული გაეყარა სხეულს
გაკერპებულს, ტუჩს დაგადნა ფიფქად.
როცა ჩემგან გადაკარგვა სცადე,
როცა კუპრი გაიმეტე რისხვად;
ავუყევი კენწერომდე ალვას,
ფოტოლ-ფოთოლ, წვეთებ, წვიმა-წვიმა ...
სისხლმა იწყო ჟონვა ისე ცისფრად . . .
ავუყევი კენწერომდე ალვას
ფოთოლ-ფოთოლ, წვეთებ, წვიმა-წვიმა.
ჭექა ქუხილს მივაახლე გული,
გადახსნილი ყაყაჩოსფრად, წითლად,
მერე სული გაეყარა სხეულს
დაგედევნა, გზააბნეულ ფიქრად.
როცა სული გაეყარა სხეულს
გაკერპებულს, ტუჩს დაგადნა ფიფქად.
როცა ჩემგან გადაკარგვა სცადე,
როცა კუპრი გაიმეტე რისხვად;
ავუყევი კენწერომდე ალვას,
ფოტოლ-ფოთოლ, წვეთებ, წვიმა-წვიმა ...
Laravel
კომენტარი
0