ჩანაწერი
Laravel
დელგმის ხევი ღვარმა ღაროს
დელგმის ხევი ღვარმა ღაროს
მთებს ფერდები ჩამოღადროს,
მზემ ირმები ჩამორეკოს,
თოვლმა ია ამოყაროს.
სხივდაკრული მიწის კვამლი
დაეკიდოს ციდან რიდედ.
დამეგეშოს შენი კვალი,
ხელიდან ვერ წამიხვიდე!
დაგეხალო ქედზე ტოტით,
მუხლში ღონემ გიღალატოს,
იიანი თოვლი ვპოტნოთ,
ცამ ერთმანეთს მიგვამატოს...
ზურგზე ბეწვი აგვეშალოს,
ტანი ხორკლმა დაგვისეროს,
შენს სხეულზე მოთარეშე
მაგ მკერდზევე მიმასვენო...
დელგმის ხევი ღვარმა ღაროს...
მთებს ფერდები ჩამოღადროს,
მზემ ირმები ჩამორეკოს,
თოვლმა ია ამოყაროს.
სხივდაკრული მიწის კვამლი
დაეკიდოს ციდან რიდედ.
დამეგეშოს შენი კვალი,
ხელიდან ვერ წამიხვიდე!
დაგეხალო ქედზე ტოტით,
მუხლში ღონემ გიღალატოს,
იიანი თოვლი ვპოტნოთ,
ცამ ერთმანეთს მიგვამატოს...
ზურგზე ბეწვი აგვეშალოს,
ტანი ხორკლმა დაგვისეროს,
შენს სხეულზე მოთარეშე
მაგ მკერდზევე მიმასვენო...
დელგმის ხევი ღვარმა ღაროს...
Laravel
კომენტარი
0