შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

არა ვარ ქალი ხვარამზე

უღონს გადამეყარე,
არა ვარ ქალი ხვარამზე,
ლექსს ვერ მოგიქსევ მყეფარეს,
სისხლზე დაგეშილ ხვარაზმელს.
შაირს ვერ შემოგადავებ,
დაგეშილს ციებ-ცხელებით,
ვერც ყანას დაგითავთავებ,
ნანიაღვრალი ცრემლებით.
ვერც ნატვრა დამენატრება,
ვერცა რა სიტყვით გაპურებ,
არც ყურზედ აჟრიალდება
გუგუნმიანი საყურე.
ვერც მამის ლურჯას დავრახტავ,
რო თრიალეთზე გავხედნო,
ვაძოვო მგლების ნატახტარს,
ალგეთით გადმოვახედო.
დავატორინო სალები,
კინჭუხზე ექო ვაყეფო,
დავუნაპერწკლო ნალები,
პირიმზე ამოვაყელთო..
2004
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →