შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შენი ღიმილი ნიაღვრად დამდის

შენი ღიმილი ნიაღვრად დამდის,
შორიახლოდან მიხუთავს სულთქმას,
ფილტვში თამბაქოს ბოლივით ჩამდის
და მაგ მკვლელ ღიმილს ბოლომდე ვსუნთქავ.

შენს ღიმილს ვსუნთქავ თვალით და ფილტვით,
სისხლით და ხორცით, გულით და ღვიძლით,
მაგ ღიმილისთვის მწყურვალი ვილტვი,
მაგ ღიმილისთვის ვცოცხლობ და ვიბრძვი.

შენი ღიმილის დამფუფქველ ცეცხლში
ნებით ვეშვები ფრიალო კლდიდან.
მკვდარი ვარ შენი ღიმილის ეშხით
და მაინც შენი ღიმილი მინდა...

შენი ღიმილი სხეულზე დამდის,
როგორც შხაპუნა მკათათვის მწუხრში,
სავსე ვარ შენი ღიმილის მადლით
და შენს ღმილზე მეჭრება მუხლი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →