ჩანაწერი
Laravel
მარიამობის პირველი თოვლი
და ჯერ ადრეა,
არ უნდა თოვდეს . . .
შენს კანს ხავერდის ნაყვავილარი
ისევ ატყვია
და ჯერ ადრეა
იყოს გვიანი
იმ დაღლილ დრომდე
როს უნდა გეცვას
ღმერთისფერი
და არ გაცვია.
და ჯერ ადრეა,
რომ თეთრი ფიფქი
ტანზე ჭრილობად გიწითლდებოდეს,
დედის დამხობილ
ცრემლების მსგავსად იყოს სიწმინდე
სიცხადის რიდით
და ჯერ ადრეა
რომ სისხლში
რომ სისხლში მდინარეებმა შემოაღწიეს
და მოგანგრიეს
( ღმერთო, მალოცვინე )
მყრალი ჭაობის სულივით
დაშრა შენი ოთახი
და ჯერ ადრეა შენს მთვარე თვალებს
წითელი თოვლი უღლიდეს წამწამს
( ღმერთო, დამატირებინე )
ვინ დარგო შენში ცოდვის ხეები
რომ დააპირეს შობა
მარცვლებმა
მძაღე ბროწეულების . . .
ღმერთო, ადრეა . . .
არ უნდა თოვდეს
ღმერთო, ეს თოვლი
არ გამახარებს
/ ნანუკა ჭკუასელი /
არ უნდა თოვდეს . . .
შენს კანს ხავერდის ნაყვავილარი
ისევ ატყვია
და ჯერ ადრეა
იყოს გვიანი
იმ დაღლილ დრომდე
როს უნდა გეცვას
ღმერთისფერი
და არ გაცვია.
და ჯერ ადრეა,
რომ თეთრი ფიფქი
ტანზე ჭრილობად გიწითლდებოდეს,
დედის დამხობილ
ცრემლების მსგავსად იყოს სიწმინდე
სიცხადის რიდით
და ჯერ ადრეა
რომ სისხლში
რომ სისხლში მდინარეებმა შემოაღწიეს
და მოგანგრიეს
( ღმერთო, მალოცვინე )
მყრალი ჭაობის სულივით
დაშრა შენი ოთახი
და ჯერ ადრეა შენს მთვარე თვალებს
წითელი თოვლი უღლიდეს წამწამს
( ღმერთო, დამატირებინე )
ვინ დარგო შენში ცოდვის ხეები
რომ დააპირეს შობა
მარცვლებმა
მძაღე ბროწეულების . . .
ღმერთო, ადრეა . . .
არ უნდა თოვდეს
ღმერთო, ეს თოვლი
არ გამახარებს
/ ნანუკა ჭკუასელი /
Laravel
კომენტარი
0