შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სხვა სამყაროში ვცხოვრობ იმ დღიდან

სხვა სამყაროში ვცხოვრობ იმ დღიდან,
რაც შენზე ფიქრი შემომეჩვია,
იქ მარტო ჩვენ ვართ. მზეა ჩვენს ირგვლივ
და უთვალავი გვირილებია.
შენზე ოცნება მავიწყებს დარდებს,
მავიწყებს განვლილ დროს ტკივილიანს.
თითქოს მთვრალი ვარ შენით და მაინც
გამოფხიზლება არც მიფიქრია.
გესაუბრები ათას წვრილმანზე,
ხან ჩემს ტკივილზე, ხან სიხარულზე,
ხან გებუტები, რისთვის, არც ვიცი,
გეკამათები სისულელეზე.
შენ კი მშვიდი ხარ და გეღიმება
ჩემს ბევრ სიტყვაზე.
და ჩემს ოცნებებს, ლურჯს და სევდიანს,
ვხატავ დაორთქლილ ფანჯრის მინაზე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →