შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ღამე იყო, ცქრიალებდა ცაზე მთვარე

ღამე იყო, ცქრიალებდა ცაზე მთვარე,
მოეხურა ვარსკვლავების მოსასხამი.
საოცარი იყო ღამე, თრთოდნენ ხენი
და შორეულ სივრცეებში თრთოდა წამი.
ღამე იყო და ჩემს სულშიც იყო ღამე,
ვარსკვლავები ენთო თეთრი,
თრთოდა სული.
ვენთე ლექსად და ვიწვოდი, როგორც ღამე.
ვარსკვლავებში ერეოდა მთვარეს რული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →