შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ონისე

ქარმა დაჰბერა ძალუმად,
ფიფქები შემოაყარა,
ხევებში დაბორიალობს
და მარხილს მისდევს მაყარად.
მოჯირითობენ მხედრები,
ისმის სიმღერა ქართული,
ფიქრით გართულა ონისე,
თითქოს არც ესმის მაყრული.
ზის ხევისბერის ჭაბუკი,
მარხილქვეშ თოვლი ჭრაჭუნებს,
თითქოს ფეხის ხმა შეუწყეს
ბედაურებმა ჭაბუკებს.
,,ქარბუქში ჩამაიყვანეს
ქალი ლამაზი, თმიანი,“–
ფეხზე წამოდგა ონისე
ჩოხის კალთების ფრიალით.
ქარმა დაჰბერა ძალუმად,
თოვლში ვარდები გახშირდა
და მარგალიტად ქცეული
ცრემლი ზეცაში აფრინდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →