შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

შენ ჩემი ლექსები მოგწონდა

***
შენ ჩემი ლექსები მოგწონდა,
მე – შენი თვალების ფერი,
შენ ჩემი რვეული დაგქონდა,
მე – სიყვარული შენი.
მე შენი ღიმილი მიყვარდა,
შენ – ჩემი ლექსების სითბო,
მე შენი ბაგედან ნათქვამი
სიტყვებიც მიყვარდა თითქო.
მერე რა მოხდა – არ ვიცი,
წარსული ლანდებად გაქრა...
შენ ქერა ასულზე დარდობდი,
მე კი ცრემლები მკლავდა.
ტალღებიც დადუმდნენ შავი ზღვის,
ვიდექი ნაპირზე მარტო.
რატომღაც კვლავ შენზე ვფიქრობდი,
თავადაც არ ვიცი, რატომ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →