შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მინდა კვლავ ვიყო პატარა ბავშვი

როცა ვიყავი პატარა ბავშვი,
მზისფერ გვირილებს ვიწნავდი თმაში,
სამყარო ლურჯად მეჩვენებოდა,
ნიავი ნაზად მეფერებოდა.
სულმოუთქმელად გავიდა წლები,
გავზრდილვარ უკვე!
ვერაფერს ვხვდები –
ახლა სამყარო მეჩვენა სხვაფრივ,
ლურჯ სიოს ნაცვლად სხვა ქარი დაჰქრის.
ვიგრძენ, თანდათან მტოვებს ბავშვობა,
ძნელია მასთან გამოთხოვება...
მინდა ჩავჭიდო ხელი ძალუმად
და შევევედრო ტკბილად და ჩუმად:
არ მიმატოვო ასე უეცრად.
არ მიმატოვო, ადრეა ჯერაც...
ფერად ოცნებით სული ამივსე,
გულს ვიჯერებ და ისე გაგიშვებ!
ო, როგორ მინდა კვლავ ვიყო ბავშვი,
მზისფერ გვირილებს ვიწნავდე თმაში.
და ჭრელკაბიან პეპელასავით
დავფარფატებდე მთასა და ბარში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →