შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ოცნებავ ჩემო

***
ოცნებავ ჩემო, როგორ წავაგე...
ჩამოიღვენთა სიხარული, ვით კელაპტარი.
ან ის კოშკები რისთვის ავაგე?
ან რატომ იყო მაშინ ზეცა ისე სხვაგვარი?
ოცნებავ ჩემო, ფრთებდატეხილო,
ხედავ, წავაგეთ და გული ისევ ცარიელია.
ოცნებავ ლურჯო, მარტოდ შთენილო,
მე და შენ ახლა გლოვის მეტი რა დაგვრჩენია?..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →