შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ისე მინდა შენი ნახვა, ისე მინდა

ისე მინდა შენი ნახვა,
ისე მინდა,
გული ლამის საგულედან გამიფრინდა.
ისე მტკივა უშენობა,
ისე მტკივა,
მონატრების სევდამ
სულიც ამატკივა.
დამეძგერა ზამთრის ქარი უჯიათი,
სულ წამართვა იმედები,
რაც გამაჩნდა,
მხოლოდ შენი სიყვარული, სანატრელო,
ქარიშხალმაც ვერ წამართვა,
ვერ წამართვა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →