შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

წვიმის წვეთები

წვიმის წვეთები ეცემა ფოთლებს,
დაღლილი ფიქრით სავსეა სული.
წვიმა ასრულებს სევდიან სონეტს,
ცა შემკრთალია, ვით მარტოსული.
სველი ფოთლები თრთიან სარკმელთან,
გული სასწაულს მოელის მაინც,
ჩუმი ოცნებით დაღლილა ზეცა,
სევდისფერია ლამაზი წამიც.
მინდა იწვიმოს, იწვიმოს ისევ,
ჩემი ოცნებაც წვიმისფერია,
მწუხარე ზეცას გავუმხელ ფიქრებს,
რადგან ეს სულიც მისებრ სველია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →