ჩანაწერი
Laravel
აპრილს უჭირავს ხელში პასტელი
აპრილს უჭირავს ხელში პასტელი
და აფერადებს მინდვრებს და ხეთა...
სულს მოსდებია ნაზი სურნელი
და გვირილები ჰყვავიან ველთა.
მსურს მეც ჩავიცვა კაბა გვირილის
და დავიხურო ცის ქუდი, ლურჯი,
ავიღო ხელში ფერთა პალიტრა
და მიმოვხატო დღეები ფუნჯით.
მსურს მოვაგროვო მოგონებები,
გაზაფხულისფერ და მზისფერ დღეთა,
აპრილს უჭირავს ხელში პასტელი და აფერადებს ხეთა და ველთა.
და აფერადებს მინდვრებს და ხეთა...
სულს მოსდებია ნაზი სურნელი
და გვირილები ჰყვავიან ველთა.
მსურს მეც ჩავიცვა კაბა გვირილის
და დავიხურო ცის ქუდი, ლურჯი,
ავიღო ხელში ფერთა პალიტრა
და მიმოვხატო დღეები ფუნჯით.
მსურს მოვაგროვო მოგონებები,
გაზაფხულისფერ და მზისფერ დღეთა,
აპრილს უჭირავს ხელში პასტელი და აფერადებს ხეთა და ველთა.
Laravel
კომენტარი
0