შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შინდისის გმირებს

აგვისტოს მზე შეღებილა წითლად,
ყაყაჩოებს გმირთა სისხლი აწვიმს,
არ იჩოქებს შინდისელთა მუხლი,
დაღუპულიც არ ემონვის არვის...
შავი კვამლი ახვევია დღეებს,
მეწამულ ცას გადაჰკვრია სევდა,
ტყვიანაწვიმ შინდისელთა გულებს
სამუდამოდ შეწყვეტიათ ფეთქვა...
მერამდენე მძიმე დღეებს ვითვლით
მერამდენე გოლგოთა და ჯვარცმა.
გადმოხედე წილხვედრ საქართველოს,
ღვთისმშობელო, დაგვაფარე კალთა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →