შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გარეთ სითბოა

გარეთ სითბოა და აპრილის ნაზი სურნელი,
გულში კი სევდა, მონატრება
და მკლავს სურვილი
რომ დაგინახო თუნდაც სულ წამით,
მაგრამ არ ჩანხარ,
დღეები გამყავს სევდიანი და უფერული.
დავხუჭავ თვალებს, წარმოვიდგენ რომ შენ ხარ ჩემთან,
რომ მჩუქნი აპრილს, ყვავილებს და
სინაზეს ფერთა.
როგორ მწმენდ ცრემლებს, მიკრავ გულში, ჩამესმის ერთად
შენი სუნთქვა და ჩემი გულის ძალუმი ფეთქვა.
მე მთელი ღამე განუწყვეტლივ ვოცნებობ შენზე.
თენდება დილა და ჩვენს შორის სიშორე დგება,
გულში ვინახავ შენზე ფიქრებს, ცრემლებს და სევდას
და უსაშველო ამ
მონატრებას.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →