შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

შენი ნაჩუქარი მთვარის ქვები

შენი ნაჩუქარი მთვარის ქვები
ისევ მინათებენ ღამეს,
სული რომ გამითბე
გაზაფხულით,
ისევ ოცნებებით მავსებს.
მზით რომ მიფერადე, ის დღეები
ისევ ძველებურად მათბობს.
და მზეებით სავსე ეგ თვალები
მე ისევ მაბნევს და მათრობს.
შენი ნაჩუქარი ღიმილებით
მე ისევ ვცოცხლობ და ვსუნთქავ,
სული რომ ამივსე გვირილებით,
მინდა სულში იყოს მუდამ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →