შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ნოემბერი

ნოემბერია ფოთლების წვიმა
და სიფერადით ივსება სული
როგორ თბილია წელს შემოდგომა
მზით შეფერილი
და დაფარული.

ფოთლებს კი მაინც ამჩნიათ სევდა,
ნეტავ საითკენ წაიღებს ქარი?
მე ფოთოლცვენა მიყვარს და მტკივა,
ლამაზია და თან სევდიანი.

შემოდგომაა, ფერების წვიმა,
ხეებს ჩაუცვამთ კაბა მზისფერი.
ულამაზესი და სევდით სავსე
გარეთ და სულშიც დგას ნოემბერი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →