შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უსათაურო

გიორგი 9 წლის წინ
ჩამოჰკრა ზარმა უბედურების
გაისმა ექო ბრძოლის განგაში
იარაღებით გმირული სულით
ჯარისკაცები დგანან სანგარში
გაისმის ექო არტილერიის
შეძრწუნებული ქარიც კი ჰკივის
იღვრება სისხლი ნიაღვარებად
იღვრება სისხლი ქართველი გმირის
დაღონებული ქართველი ერის
საფიქრალია სამშობლოს ბედი
თავსაც სწირავენ სამშობლოსათვის
ვითარც სატრფოსთვის თავს იკლავს გედი
აი დადუმდა საბრძოლო ექო
ბომბამშენები აღარა ქუხდა
მაგრამ უცვლელი იყო კვლავ ერთი
შვილებისათვის დედა კვლავ სწუხდა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →