ჩანაწერი
Laravel
გაზაფხულის სიო
ჩემს ეზოში ჰყვავის ია,
სურნელებით ტკბება არე,
გულზე სითბო მომეხვია,
გულზე ამო სინეტარე.
*
ვზივარ ჩუმი ხის ძველ სკამზე,
უნაზეს სხივს ვუშვერ სახეს,
სანამ მწუხრით სითბო და მზე
მოელევა ეზოს მხარეს...
*
შეუმჩნევლად დაჰფრენს სიო,
(დამიამებს კიდეც თვალებს)
გაზაფხული უნოტიო
ტოტებს შორის დაშრიალებს.
*
დნება მთებზე ყინულთ ბროლი,
ფერადდება კიდეც ველი,
ფიქრს ოცნება გავაყოლე
მონატრების შენზე - მწველი...
*
ჩემს ეზოში ჰყვავის ია,
სურნელებით ტკბება არე.
გულზე სითბო მომეხვია,
გულზე მარტის სინეტარე.
*
მიხეილ ქაშიაშვილი
სურნელებით ტკბება არე,
გულზე სითბო მომეხვია,
გულზე ამო სინეტარე.
*
ვზივარ ჩუმი ხის ძველ სკამზე,
უნაზეს სხივს ვუშვერ სახეს,
სანამ მწუხრით სითბო და მზე
მოელევა ეზოს მხარეს...
*
შეუმჩნევლად დაჰფრენს სიო,
(დამიამებს კიდეც თვალებს)
გაზაფხული უნოტიო
ტოტებს შორის დაშრიალებს.
*
დნება მთებზე ყინულთ ბროლი,
ფერადდება კიდეც ველი,
ფიქრს ოცნება გავაყოლე
მონატრების შენზე - მწველი...
*
ჩემს ეზოში ჰყვავის ია,
სურნელებით ტკბება არე.
გულზე სითბო მომეხვია,
გულზე მარტის სინეტარე.
*
მიხეილ ქაშიაშვილი
Laravel
კომენტარი
0