ჩანაწერი
Laravel
თავჩაღუნული ნაბიჯით ნელით ..
***
თავჩაღუნული ნაბიჯით ნელით,
საქართველოზე ჩაფიქრებული,
წავალ სახლისკენ ქუჩით რუსთველით,
სამშობლოსავით დაღონებული.
შემომღაღადებს ქაშუეთი შველას:
- მე საქართველო დავკარგე შვილო,
ყველა მტარვალს და თუნდ უძღომელას,
ხშირად ვუყურებ, გავუძლო - ვცდილობ...
იქნებ შენ მითხრა ვაჟო ქვეყნისავ:
რად სწყვეტს წარსულთან ქართველი კავშირს?
მას უკეთესი სხვა რა ეღირსა,
რომ მიწა-წყალი აღარ სურს სახლის?...
- მესმის ტაძარო ტკივილი შენი,
და სამწუხაროდ ღირებულება
აწ შეიცვალა ძვირფასი ძველი,
მდარემ დაიწყო დასადგურება.
*
ჩვენ სიზარმაცემ დაგვძალა ძლიერ
და გარყვნილების მაღალი ტალღით,
შვილებს ქვეყნისა და სულით მღვრიეთ,
ვერანებს უკვე არ გვქვიან ხალხი...
*
– შვილო, წინაპრებს როგორ გადავცე,
თუ რა დღეშია დღეს საქართველო,
როგორ იძრცვება,
როგორ იხრწნება,
მისი ლამაზი ველი თუ მდელო...
*
- ტაძარო ჩემო, მე მაინც მჯერა,
მთლად არ ჩაქრება სინათლე ჩვენი,
გამოვფხიზლდებით, ვიშრომებთ ყველა,
და მადლიც გვნახავს - წყალობის მჩენი.
*
მიხეილ ქაშიაშვილი
თავჩაღუნული ნაბიჯით ნელით,
საქართველოზე ჩაფიქრებული,
წავალ სახლისკენ ქუჩით რუსთველით,
სამშობლოსავით დაღონებული.
შემომღაღადებს ქაშუეთი შველას:
- მე საქართველო დავკარგე შვილო,
ყველა მტარვალს და თუნდ უძღომელას,
ხშირად ვუყურებ, გავუძლო - ვცდილობ...
იქნებ შენ მითხრა ვაჟო ქვეყნისავ:
რად სწყვეტს წარსულთან ქართველი კავშირს?
მას უკეთესი სხვა რა ეღირსა,
რომ მიწა-წყალი აღარ სურს სახლის?...
- მესმის ტაძარო ტკივილი შენი,
და სამწუხაროდ ღირებულება
აწ შეიცვალა ძვირფასი ძველი,
მდარემ დაიწყო დასადგურება.
*
ჩვენ სიზარმაცემ დაგვძალა ძლიერ
და გარყვნილების მაღალი ტალღით,
შვილებს ქვეყნისა და სულით მღვრიეთ,
ვერანებს უკვე არ გვქვიან ხალხი...
*
– შვილო, წინაპრებს როგორ გადავცე,
თუ რა დღეშია დღეს საქართველო,
როგორ იძრცვება,
როგორ იხრწნება,
მისი ლამაზი ველი თუ მდელო...
*
- ტაძარო ჩემო, მე მაინც მჯერა,
მთლად არ ჩაქრება სინათლე ჩვენი,
გამოვფხიზლდებით, ვიშრომებთ ყველა,
და მადლიც გვნახავს - წყალობის მჩენი.
*
მიხეილ ქაშიაშვილი
Laravel
კომენტარი
0