შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მარტში ქუჩებს უეცრად ..

მარტში ქუჩებს უეცრად,
საუკუნო მეფეთა
ძველი აბობოქრებით
ქარი შემოეფეთა.
ვინ ვიყავი?! ვიდოდი,
ღამის ბნელი რკალებით,
არუშორეს, გარდასულ
სველი თებერვალებით.
გული - ცეცხლის მოწამე, -
ვინც კი იყო პირველი,
ნაზი წვიმით ტიროდა,
მარტი - შესაწირველი.
გასაგონად ძნელია,
თუმცა ბევრი გვისმენდა,
სული ამდენ გოდებას
სიყვარულით ითმენდა.
წამის ელვით მოსული
ვინ რომელი სვიანი,
ბოლოს მაინც მტვერია,
ყველა ადამიანი.
კვლავ ღრუბელი, ბულულა,
(ღმერთო, რა გაათენებს)
ღამე - ჩემი დემონი,
ისევ არ მომასვენებს.
ო, ქარები ალერსით
ჩემს სულს შემოხვდებიან,
ვარსკვლავთ შორის, როდესაც
გზები გამოჩნდებიან.
მარტში ქუჩებს უეცრად,
საუკუნო მეფეთა
ძველი ახმოვანებით
ქარი შემოეფეთა.
*
მიხეილ ქაშიაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →