ჩანაწერი
Laravel
ქარი და კაცი
- გული რომ მქონდეს მას უსათუოდ
მოკლავდა ჟამი ჩვენი - მყოფობის,
სული რომ მქონდეს, ამოვიტანდი
სიღრმეს - ტკბილ-მწარეს, წუთისოფლობის.
თვალნი რო მქონდეს, დავიტირებდი,
უგნურობას და უკუღმართობას,
კაცთა ადგილზე არ ვისურვებდი,
ქვეყნად არვისთან გულის განდობას...
მადლობა ღმერთს, რომ არ მაქვს არცერთი,
მავანთა მსგავსად არ მეწვის მკერდი.
*
- არ გიგემია ცხოვრება მწარი,
მაშ რა გიწოდო, თუ არა მკვდარი...
*
- ჩემი თვისება: უჩინო, ჩქარი,
არ მომეღლება არც ფრთა, არც მკლავი.
წუთისოფლისთვის მარად უკვდავი,
ყოვლის მხილველი,
მე ვარ ეს - ქარი.
*
მიხეილ ქაშიაშვილი
მოკლავდა ჟამი ჩვენი - მყოფობის,
სული რომ მქონდეს, ამოვიტანდი
სიღრმეს - ტკბილ-მწარეს, წუთისოფლობის.
თვალნი რო მქონდეს, დავიტირებდი,
უგნურობას და უკუღმართობას,
კაცთა ადგილზე არ ვისურვებდი,
ქვეყნად არვისთან გულის განდობას...
მადლობა ღმერთს, რომ არ მაქვს არცერთი,
მავანთა მსგავსად არ მეწვის მკერდი.
*
- არ გიგემია ცხოვრება მწარი,
მაშ რა გიწოდო, თუ არა მკვდარი...
*
- ჩემი თვისება: უჩინო, ჩქარი,
არ მომეღლება არც ფრთა, არც მკლავი.
წუთისოფლისთვის მარად უკვდავი,
ყოვლის მხილველი,
მე ვარ ეს - ქარი.
*
მიხეილ ქაშიაშვილი
Laravel
კომენტარი
0