შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჟრუანტელიან ფიქრებს

მანქანის კვამლით გაპუდრული ქალაქის სიმსხო,
თვალებით დამაქვს,უსახური დილის აფექტი,
სიჩუმე ჩემში,გაბედულად თავის ძვლებს იმსხვრევს,
დანაღმულ კედელს ვეხები და,მგონი ავფეთქდი.


ფანჯარას ვაღებ,ვაკაკუნებ ფილტვებზე ჟანგბადს,
ქუჩაში ყეფენ,(ძაღლებივით), და ვაჩვევ ყურებს,
ისევ გაწვიმდა-ზეცა ასე წვეთებით შარდავს,
და გზა არა ჩანს,თუმცა ვხედავ ყირაზე ურემს.

მზე რომ კეცივით გაცხელებას იწყებს, უმალვე
მე აქ საკუთრივ ამოვიჭრი ფიქრის იმ მალას,
რომ ჩემი თავი საკუთარ თავს ვერ დავუმალე
და რომ ეს აზრიც, თავის თავში ვერ დაიმალა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →