შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

გაზაფხული არ აგვიანებს

სული ფორიაქს ღაფავს წუთებად
და გაზაფხული კვლავ აგვიანებს,
უიმედოა მასპინძლის მზერა,
წუხილს შესჩივის არაგვიანებს..
ბავშურად განცდილ ზღაპრების კონას,
გადაუცვლია სიყრმის ფერები
და მეზღაპრესაც ყელში ეჩრება,
ამდენი წერა ფერებ-ფერებით...
მთები მღერიან სანუგეშებელს,
სულის სიმები ბორგავენ ერთხმად,
რამ დააყოვნა ეს გაზაფხული?
ვინ აუკრძალათ ამ მერცხლებს ფრენა?
დილის კრებული განცდა ფერებად
და მოლოდინი აღელვებამდე,
კვამლში გახვეულ სილამაზეს როდის შევმჩნევთ,
პირველ დანახვას ამოვსერავთ ბოლო წვეთამდე.
გულს ნუ გაიტეხ შენ მასპინძელო!
თუკი ფიქრობ რომ კვლავ აგვიანებს,
ზღაპარს უყვება დილა საღამოს
და გაზაფხული არაგვიანებს...

ლ გერლიანი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →