შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ძველი სახლები

სახლები დგანან პირით სამხრეთით.
უცდიან უხმოდ, თითქოს, მომსვლელებს.
დგანან სახლები.. არ ჰყავთ მნახველი..
და ქარის ჩურჩულს ძილშიც უსმენენ.
დგანან სახლები, როგორც მამები..
მიტოვებული, ღია სარკმლებით.
თეთრი ნუშებით მორთულ ღამეში,
აპრილის ლამაზ სევდას არწევენ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →