ჩანაწერი
Laravel
ნასესხებში საკითხავი
მოთოვა თბილისში
თეთრად და ნაკლებად.
დღეები დაუთოვა ნაკიანს.
ქათქათა ფიფქები ხელებში მიკვდება.
სადღაც შორს-
საკე და საკურა..
ქაღალდის წეროებს ვაკეთებ, სადაკო.
მამებზე არაფერს აღარ ვწერ.
რომ აღარ დავწვა და,
რომ აღარ დავმალო
ლექსები-
მამებზე სადარდო.
ნამცეცა ფიფქებმა
ამდენი ნაღველი,
ნეტავი, რა მხრებით მოზიდეს?!
დათოვლილ მავთულებს
ნიავი ამღერებს
თებერვლის სევდიან სამძიმრებს.
ხვალ მარტი მოვა და
იმედს თუ მომიტანს..
იებს და
ბავშვობის შეგრძნებებს,
იქნებ, მეც დავწერო,
ის ერთი სონეტი.
ის ერთი -
მუდამ რომ ვეძებდი.
მოთოვა თბილისში.
თეთრად
და აქა-იქ.
ჭაღარა მთაწმინდა ნისლში დუმს.
ზამთარი ამომშრალ მზერაში გაქვავდა.
ღამე კი, თოვლის თმებს იშლიდა.
თეთრად და ნაკლებად.
დღეები დაუთოვა ნაკიანს.
ქათქათა ფიფქები ხელებში მიკვდება.
სადღაც შორს-
საკე და საკურა..
ქაღალდის წეროებს ვაკეთებ, სადაკო.
მამებზე არაფერს აღარ ვწერ.
რომ აღარ დავწვა და,
რომ აღარ დავმალო
ლექსები-
მამებზე სადარდო.
ნამცეცა ფიფქებმა
ამდენი ნაღველი,
ნეტავი, რა მხრებით მოზიდეს?!
დათოვლილ მავთულებს
ნიავი ამღერებს
თებერვლის სევდიან სამძიმრებს.
ხვალ მარტი მოვა და
იმედს თუ მომიტანს..
იებს და
ბავშვობის შეგრძნებებს,
იქნებ, მეც დავწერო,
ის ერთი სონეტი.
ის ერთი -
მუდამ რომ ვეძებდი.
მოთოვა თბილისში.
თეთრად
და აქა-იქ.
ჭაღარა მთაწმინდა ნისლში დუმს.
ზამთარი ამომშრალ მზერაში გაქვავდა.
ღამე კი, თოვლის თმებს იშლიდა.
Laravel
კომენტარი
0