შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მარო ბაბო

ჩემი უბნის ერთ კუთხეში
პაწაწინა ქოხი იდგა.
მარო ბაბო თოხით ხელში,
მუდამ ყვავილებს მარგლიდა.
აივანზე გაეფინა
ჩირი ყურძნის,
გარგრის, ხურმის.
ყვავილები იყო მისი
საფიქრალი. ოხვრა. ურვა.

წყაროს წყალს თუ მივუტანდით,
შაბიამნის ფერი ქეთლით,
სუმბულებსაც დაგვიკრეფდა,
ნარცისებსაც - გულის ფეთქვით.

მარო ბაბოს ეზოს ჰქონდა
სუნი იის და “ლილიის”.
მუდამ ეცვა ღამისფერი
კაბა. თვითონ გალეული
იყო დარდით, მარტოობით.
ჩამოჰგავდა თაფლის სანთელს.
თვალებში კი ეგდა დიდი,
ფართო სევდის ათინათი.

ბზასთან ახლოს უყვაოდა
იისფერი საპოვნელა.
მძიმე იყო ალბათ, მისი
ეს, უვადო მარტოობა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →