შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დავხუჭავ თვალებს

როდესაც ცაზე გოგმანობს მთვარის,
ფრთამოტეხილი თეთრი ემბლემა.
როცა დარდისგან სული და ხორცი,
ჰარმონიული რიტმით მეღლება.
დავხუჭავ თვალებს მოცარტის ჰანგზე,
უფლებას მივცებ გონებას ფრენის.
გავყვები ფიქრებს სივრცეთა ზღვარზე,
სადაც სამყაროს ცისფერი შვენის.
მე ვნახავ წვიმა როგორ ქსოვს რკალებს
და ცისარტყელას ქარგავს ფერებად.
შევძლებ შევეხო ფერების სარტყელს,
სიცოცხლის ჟინი დროსაც ერევა.
როდესაც ცაზე ვარსკვლავი ფეთქავს
და როცა წვიმა ღამის ფიქრია.
მე ჰორიზონტზე სინათლეს ვხედავ,
და არ მადარდებს ხვალ რას იტყვიან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →