შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შვილს

ვათენებ თეთრად ნოემბრის ჩვიდმეტს.
შენ სუნთქვას ვუსმენ გულისფანცქალით.
ფერმკრთალი სუსხი მიამბობს იმ წლებს..
იმ დღეთა სევდას, როცა არ მყავდი.

ნოემბრის ჩვიდმეტს ვიხსენებ გალას,
უპოეზიო ფოთოლცვენაში.
ახლა იმხელა საუნჯე მყავხარ,
ლექსებიც გაქრნენ როცა შენ გაჩნდი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →