შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

... (ცა ცივად უფერო)

ცა ცივად უფერო..
შეწყვეტილ ფანტელებს, პალტოზე კოპლებს და
იანვარს ვიხსენებ- ნამთვრალევს.

გზა სველი.. ცალმხრივი..
მოთეთრო ღამიდან უჩემო ტკივილებს იჩემებს.
მე თვალებს არ ვახელ.
ხომ იცი, არ მიყვარს -
სიტყვები, ხმაური, სიცილი..
ხომ იცი ვიღლები.
გზაზე კი მარტო ვარ -ცალმხრივზე
მე სხვა გზით მივდივარ.
ნუ გამომაფხიზლებ(!)

თეთრ ნავზე, მომავლის კოცონი მინთია
და წვიმას აპირებს.
ზღვის ქარი მატულობს - უზნეო.
ცხოვრებას არ უყვარს სიახლე.
თვალს თუკი გაახელ - გრძნობების ტრაგიკულ მუზეუმს..
დაბერავს სიო და
ბასრ რეალობაზე მიგახლის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →