შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შენება, სიახლე...

ვიდექი. ვიცდიდი.
ფერადი ბაფთები მიჰქონდა
ქარებს და ქარები არ იყვნენ სანდონი, სისლეი.
აგური აგურზე ეწყობა.
სრულდება პირობა.
შენება. . სიახლე. . ხალისი. .
ახლა მე ვიმსხვრევი.

და იყო გრძნობების უშრეტი ტორნადო, (ტეკილა).
გზებიდან გზებამდე უპურო, უჭერო გზნებანი.
რაც იყო ნამდვილი იყო და ნამდვილად მეტკინა
შენებით ღაფავდა სულს სულის სიწმინდე - ვხედავდი.

უარაფრობიდან ხარობდა, კრთებოდა კომეტა.
მზერაში ტოვებდა ცეცხლოვან, იდუმალ ანაბეჭდს.
ცრუ განდიდებების, შექმნის და ძიების მომენტმა
სისხლიდან, ხორციდან, გულიდან ნათელი განაგდეს.

ხედია სიმაღლის.
სიახლე. .
ოცნების ახდენა
ცარიელ ხელისგულს მიწვავს და ფრიალებს ფარდები.
ეცადა, იწვალა, იბრძოლა,
ვერ ამომახველა
ცხოვრებამ,
ახლა კი ფრთაშესხმულ ოცნების სარკმლიდან
მე თვითონ
მე თვითონ
მე თვითონ
ვვარდები.

ვიმსხვრევი,
სისლეი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →