შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მამშვიდებ

ისე მამშვიდებ, როგორც შავი ზღვა - მზის ჩასვლისას.
როგორც წვიმაში - ტირიფების ფოთოლთ შრიალი.
ისე მათბობ და ისე მავსებ, როგორ არ გითხრა,
როგორც ზაფხულის მცხუნვარე დღეს ნაზი ნიავი.
ისე მჭირდები, ვით მომაკვდავს უფლის შენდობა,
როგორც პილიგრიმს ერთადერთი გზის დამლოცავი.
მე რომ ყოველთვის სიყვარული ღმერთი მეგონა,
თურმე შენა ხარ, ის ღმერთიც და ის სალოცავიც.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →