შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მამა და ღმერთი

მე ვნახე,
როგორ ტიროდა ღმერთი
და ცრემლებს სწმენდდა,
წმინდა მარიამ.
მე ფრთამოტეხილ სტრიქონებს ვწერდი,
ნატკენ სტროფებზე
სისხლის არია
გზას უკვალავდა ცრემლიან ბგერებს,
მოგონებების სუსტი ტანდემით.
ისევ უღმერთოდ იარებს მტკენენ,
ისევ ნელა და
უხმოდ ვმთავრდები.
მე ვნახე, როგორ ტიროდა მამა
და ვერ შევძელი ცრემლის შეშრობა.
მე როგორც მაშინ,
ბაქანზე ვდგავარ,
სამშობლოს ზეცა, კვლავ არ მეთმობა.
ვით ეს ბოინგი კვალს ტოვებს თეთრად,
ცრემლების კვალი
შერჩა გონებას.
მამა და ღმერთი, ტიროდნენ ერთად,
მე მივდიოდი, ღმერთიც მტოვებდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →