შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ქარწაღებულები

გულს-გული, ხელს-ხელი,
(მომენტებად)
პარიზულ ოციანებს ვესტუმროთ და
ღამით თუ გაგვიწვიმდა მოედება
ბოჰემა ღმერთების ვესტიბიულსაც.

იწვიმოს,
ახმაურდეს ხიდებს მიღმა
სენა და დუმილი გავაღმერთოთ.
დავიპყროთ ჩვენც "ღუ-დე-ფლოღუსი" და
ან უფრო კონკრეტულად "კაფე დე ფლოღ".
პიკასო, მატისი, ფიცჯერალდი.
ტოკლასთან ფუჟერით სტაინია.
ორი მოქართველო "მისეღაბლის"
ტკივილის დიადებმა რა იციან.
ხმაური, სასმელი, ეპოპეა.
წვიმებს ეცეკვება ამადეო.
გიტაცებ დამღლელი ეპოქიდან,
ზურგს უკან წყევლაც რომ დამადევნონ.

შეხედე,
"დაკარგული თაობის" და
შეშლილი ამინდების არითმია.
იღბალს თუ დღეს ბედმა გაუღიმა,
აქ მაინც გაგვიმართლებს -
პარიზია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →