ჩანაწერი
Laravel
სუსხი
ჩემი
კოორდინატების
ამსახველი.
* * * * * * * *
კრაკატაუს სიძლიერის მსგავსი გრძნობა,პასატური მიმართულებით.
ქარს მიყოლილი ნაბიჯებით,მაღალი წნევის არიდან , დაბლისკენ.
კომპასიც კი მხოლოდ ჩრდილოეთს მიჩვენებს.
ზვავსაშიში ზონის მსგავსად.
ანტიციკლონურადაც...
და მაინც, ყველა გზა შენსკენ მოდის.
ყველა ცენტრში შენ დგახარ.
გეოგრაფიულად...
არაგეოგრაფიულადაც.
გულით,გონებით.
ნაბიჯებით.
_____________________________________________________________
პატარა,სპეტაკი ნაპერწკლით დავიწყე...
იგორა ამ ' თოვლის გუნდამ' და,ბოლოს ზვავივით დამატყდი თავს.
მზესაც არ ვუშვებ გულამდე.გიფრთხილდები.
პატარავ !
იცი?
მზეც კი არ ყოფილა არასდროს ისეთი მცხუნვარე,როგორიც ჩემი გული, როცა ჩაესვენე მასში სამუდამოდ...
პატარავ !
იცი?
მზეც არ ამოდის უშენოდ.ისიც ისეთი ცივია ჩემთვის,როგორიც შენი ხელები იყო ბოლოს რომ ჩაგკიდე...
პატარავ !
იცი?
როგორ მენატრები?
ალბათ,იმაზე მეტად,ვიდრე პოლარული ღამის დროს მომენატრებოდა მზის ხილვა...
პატარავ !
იცი?
როგორი ლამაზი იყავი ბოლოს,მაშინაც კი როცა გული აღარ გიცემდა...
პატარავ !
იცი?
მე მიჭირს უშენოდ.თავს ისე ვგრძნობ,როგორც ასტრონავტი კოსმოსში ჟანგბადის ბალონის გარეშე.
პატარავ !
იცი?
რა საშინელი დასანახი იყო ის ხის ყუთი,რომელშიც ბოლოს გეძინა.გეფიცები,მარტო ერთხელ შევხედე.მეტჯერ ვერ გავუძელი.
პატარავ !
იცი?
დღეს ფერმკრთალი ანგელოზი ხარ.ფრთებს მე გაჩუქებ გპირდები.ოღონდ ისევ შემომხედე! ისევ გამიღიმე! ისევ გამათბე შენი თვალების ბრწყინვალებით!
ნუ წახვალ, ნუ წახვალ გევედრები....
მჭირდები.
მჭირდები.
და მე მოვფრინავ შენთან.

კომენტარი
0