ჩანაწერი
Laravel
ალბათ ღირსი ვარ ვიტანჯებოდე ..
ალბათ ღირსი ვარ ვიტანჯებოდე
და ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვოდე,
ოღონდ თუკი დღეს მე შენ შეგცოდე,
აღარ მინდოდა ღმერთო, იცოდე!
აუგიც მითქვამს, სიცრუეც,
ბევრჯერაც ბილწი სიტყვაც წამომცდა;
რა ვქნა უფალო თუკი დავმარცხდი,
ვერ ჩავაბარე შენი გამოცდა?!
ვერ გავერიდე მე აქ სიამეს,
სულ სხვაა ჩემი თვალსაწიერი,
გიჟი ვარ, გიჟი მემთვრალე,
ამქვეყნიური და მიწიერი.
თუმცაღა ვიცი რომ ყველაფერი -
წუთიერია, ვიცი ამაო.
ოღონდ მითხარი ცოდვილი ცოდვილს -
როგორ გაგენდო მე დღეს მამაო?
რას იზამ, ვიყო თუნდაც თავხედი,
ალბათ შემინდობს ამას უფალი;
გთხოვთ მომიტევოთ, მაგრამ რაღა ვქნა -
ჩემი თავის ვარ ჭირისუფალი.
ღმერთი მიშველის თუკი უღირსად -
მე ჩია კაცსა რამე წამომცდა,
რადგან ძნელია იყო წმინდანი,
რადგან ძნელია უფლის გამოცდა...
და ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვოდე,
ოღონდ თუკი დღეს მე შენ შეგცოდე,
აღარ მინდოდა ღმერთო, იცოდე!
აუგიც მითქვამს, სიცრუეც,
ბევრჯერაც ბილწი სიტყვაც წამომცდა;
რა ვქნა უფალო თუკი დავმარცხდი,
ვერ ჩავაბარე შენი გამოცდა?!
ვერ გავერიდე მე აქ სიამეს,
სულ სხვაა ჩემი თვალსაწიერი,
გიჟი ვარ, გიჟი მემთვრალე,
ამქვეყნიური და მიწიერი.
თუმცაღა ვიცი რომ ყველაფერი -
წუთიერია, ვიცი ამაო.
ოღონდ მითხარი ცოდვილი ცოდვილს -
როგორ გაგენდო მე დღეს მამაო?
რას იზამ, ვიყო თუნდაც თავხედი,
ალბათ შემინდობს ამას უფალი;
გთხოვთ მომიტევოთ, მაგრამ რაღა ვქნა -
ჩემი თავის ვარ ჭირისუფალი.
ღმერთი მიშველის თუკი უღირსად -
მე ჩია კაცსა რამე წამომცდა,
რადგან ძნელია იყო წმინდანი,
რადგან ძნელია უფლის გამოცდა...
Laravel
კომენტარი
0