ჩანაწერი
Laravel
მე ვიცი , უნდა გამაკრან ჯვარზე .
მე ვიცი , უნდა გამაკრან ჯვარზე
და ჩემი სისხლი ხვრიპონ პეშვებით .
სანამდის ხორცი მაკვრია ძვალზე
ვერ მოგეშვებით !
სხვისთვის დღეები ჩემთვის ღამეა
დარჩენა როგორც გარდაცვალბა .
სული გაზაფხულს ვერ მოსწრებია ,
ვერ შევეგუე დროის ცვალებას .
მე ვიცი , უნდა დავსვა წერტილი ,
ვეღარ ვამთელებ დაწყვეტილ ნერვებს .
პოეზიაში ტირე , წყვეტილი
ვარ და
ვაკეთებ მცირე მანევრებს .
ეგ არაფერი , რაღაც გამოვა და
ლექსის არტერია მე ვერ გადავჭერი .
აღარ დაიჯერო მზე რომ ამოვა და
გადარჩები !
რადგან ყველაფერი ფარსია და
ქრისტე არა ხარ რომ აღსდგე !
სიკვდილი სიცოცხლის არსია და
ჩემს მძორს სიმაღლიდან ვაგდებ .
თუმცა , დავაცადო ჩემ მტრებს გახარება
გახდნენ ჩემი ხორცის ჯვარზე გამცმელები .
მგლის თავზე წაკითხული სახარება ...
ტანზე უნებურად შემოვიცვი შენი სურნელება~ტანსაცმელი .
შენ ხომ ერთადერთი დამრჩი სატკივარი
ჩემს გზას არასდროს რომ იარები .
ღმერთიც აღარა მყავს საფიცარი ,
ვეღარც მოვიშორე იარები
და ბოლოს მაინც ,
ვიცი უნდა გამაკრან ჯვარზე
და სისხლიც ჩემი ხვრიპონ პეშვებით .
სანამდის ხორცი მაკვრია ტანზე
ვერ მოგეშვებით !
და ჩემი სისხლი ხვრიპონ პეშვებით .
სანამდის ხორცი მაკვრია ძვალზე
ვერ მოგეშვებით !
სხვისთვის დღეები ჩემთვის ღამეა
დარჩენა როგორც გარდაცვალბა .
სული გაზაფხულს ვერ მოსწრებია ,
ვერ შევეგუე დროის ცვალებას .
მე ვიცი , უნდა დავსვა წერტილი ,
ვეღარ ვამთელებ დაწყვეტილ ნერვებს .
პოეზიაში ტირე , წყვეტილი
ვარ და
ვაკეთებ მცირე მანევრებს .
ეგ არაფერი , რაღაც გამოვა და
ლექსის არტერია მე ვერ გადავჭერი .
აღარ დაიჯერო მზე რომ ამოვა და
გადარჩები !
რადგან ყველაფერი ფარსია და
ქრისტე არა ხარ რომ აღსდგე !
სიკვდილი სიცოცხლის არსია და
ჩემს მძორს სიმაღლიდან ვაგდებ .
თუმცა , დავაცადო ჩემ მტრებს გახარება
გახდნენ ჩემი ხორცის ჯვარზე გამცმელები .
მგლის თავზე წაკითხული სახარება ...
ტანზე უნებურად შემოვიცვი შენი სურნელება~ტანსაცმელი .
შენ ხომ ერთადერთი დამრჩი სატკივარი
ჩემს გზას არასდროს რომ იარები .
ღმერთიც აღარა მყავს საფიცარი ,
ვეღარც მოვიშორე იარები
და ბოლოს მაინც ,
ვიცი უნდა გამაკრან ჯვარზე
და სისხლიც ჩემი ხვრიპონ პეშვებით .
სანამდის ხორცი მაკვრია ტანზე
ვერ მოგეშვებით !
Laravel
კომენტარი
0