შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სიზმარი

გამოვაღწიე (როგორც იქნა ) სარკოფაგიდან,
გამოვალაგე ძვლები ჩემი
ხორცის გარეშე.
ვერასდროს შევსვი ღვინო
შენი ტკბილი ბაგიდან ,
ვერ შევასრულე ,
ხელი ისევ თვითონ გაგიშვი ....
დარჩნენ ვნებები ,როგორც ჩემში უიმედობა ,
როგორც სიმკაცრე დეკემბრის
ან იანვრის სუსხი .
და დღეს აღარ მსურს აღარც
ღმერთი და არც შენდობა ,
დღეს ისევ ჩემს თავს ,
როგორც მუდამ ,
ვზივარ და ვუცდი....
გამოვაღწიე ,როგორც იქნა , სარკოფაგიდან.
გამოვალაგე დარჩენილი
ძვლები ,
მკლავები ...
ვერასდროს შევსვი ღვინო
შენი ტკბილი ბაგიდან ,
გამოვიღვიძე და სიკვდილის
დგანან კარვები ....
მარუსა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →